Tuesday, December 8, 2009

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს!..


პროექტის სახელი: რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს !.....

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლე-ახალგაზრდობაში გახშირებული ეგრეთ წოდებული “ქუჩური გარჩევები”. მათ შორის გოგონებში დაწყებული სისხლიანი ანგარიშსწორება.

პროექტის სრული აღწერა: მოზარდების მიერ თანატოლების უმოწყალოდ ხოცვა-ჟლეტა, მათში დამკვიდრებული ეგრეთწოდებული “ქუჩური გარჩევები”, რომელმაც სულ ცოტა ხანში ათობით მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. გოგონებში დაწყებული დეგრადაცია, რომლებიც სისასტიკით ვაჟებსაც კი აოცებენ. (მაშინ როცა ჯერ კიდევ XII ს-ში მეფე-დედოფალმა თამარმა სიკვდილით დასჯა გააუქმა.) ამ სერიოზულ პრობლემებს აღრმავებს და ხელს უწყობს მავნე ჩვევები, რაც ჩვენს ქვეყანაში მწვავე პრობლემად დგას და რეალურ საშიშროებას უქმნის ჩვენს ერს. ტელევიზიის მავნე ზემოქმედება, სადაც შავი სამყაროს, ძალადობის, საშინელი სისხლიანი ანგარიშსწორების ამსახველი ფილმების ბუმია.

მოსწავლეTა ასაკი: 14-17 წელი.

ვადები / ხანგრძლივობა: 2009წ. ნოემბერი, დეკემბერი.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსიის გამართვა, შეხვედრები სამართალდამცავ ორგანოს მუშაკებთან, იურისტებთან, ფსიქოლოგებთან, ექიმებთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. სკოლის გაზეთის, ასევე ბუკლეტების გამოშვება, ლექცია-საუბრები. პრეზენტაციის მოწყობა.

მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: აქცია,გაზეთი, ბუკლეტი, ჩანახატები, სპექტაკლი, ვიდეო მასალა, მასალის მიხედვით შექმნილი ბლოგი.

სარგებელი სხვებისთვის: გაწეული სამუშაო ეფექტური პროპაგანდა იქნება მოზარდებისათვის. ისინი თანატოლებს მოუწოდებენ არა-ძალადობას! ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

სამუშაო ენა: ქართული.

მონაწილეობა სხვა სკოლებიდან: კასპის #2,#3,#4 საჯარო სკოლები.

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა-მსჯელობის, დისკუსიაში და პრეზენტაციაში მონაწილეობა. (განუვითარდებათ ძირითადი საკომუნიკაციო უნარები).

სამოქალაქო განათლება _ გაეცნობიან `ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას~, `ბავშვის უფლებათა კონვენციას~. (გაუჩნდებათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღების სურვილი.)

ხელოვნება _ ფოტოების, რეკლამის, ნახატების, ბუკლეტების შექმნა და გამოფენა, ინსცენირება.

რელიგიის ისტორია _ მიმოიხილავენ რელიგიურ მიდგომებს ძალადობასთან მიმართებაში.

ისტ.

ინფორმაციულ _ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება _ ინფორმაციის მოპოვება, ისტ-ს საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების განთავსება.

პროექტის ფასილიტატორი: ქეთევან კოპაძე

ფასილიტატორის ელ ფოსტა: ketevankopadze@gmail.com

ჩემი პორტფოლიო

“თამარის გამეფება“